თამაშგარე

11:58 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგრიდს უწყინარი სექსი არ შეარჩინეს

ბედი არ ქონია ბრაზილიელ წყალში მხტომელ გოგონას ინგრიდ ოლივეირას, რომელმაც კარგა ხნის წინ გამართულ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე ერთხელ გაშალა ფრთები, საკუთარ ნომერში სატრფო შეაპარა და მის შემდეგ მისი ამბავი ბრაზილიურ ბულვარულ მედიას გააქვს და გამოაქვს.

ინგრიდ ოლივეირა ამბობს, რომ იგი ბულინგის მსხვერპლია, რადგან გასაოცარი და სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია მაშინ, როდესაც ბრაზილიის ოლიმპიადაზე სპორსტმენებს შორის სექსი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო და რატომღაც მაინცდამაინც მის წინააღმდეგ ხორციელდება შეტევა და ქილიკის ნიაღვარი.

რაც შეეხება ინგრიდის იმჟამინდელ კუროს, ეს ბრაზილიის წყალში მხტომელ მამაკაცთა ნაკრების კაპიტანი, პედრო გონსალვეში იყო, რომელზეც ქალებს ტვინი ეკეტებათ და არაა გამორიცხული რომ მავანი დიაცნი სექსმოყვარე ინგრიდ ოლივეირას მარტივი გრძნობის - შურის გამოც უპირისპირდებოდნენ.

0.141766