ფეხბურთი

10:50 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოსანოს „მანჩესტერში“ გადასვლა სურს

პსვ-ს შემტევი, ირვინ ლოსანო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს - გვამცნობს TEAMtalk.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია მექსიკელ ფეხბურთელს აკვირდებიან და ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრისას მის გადაბირებას ცდილობდნენ. „მანჩესტერი“ ლოსანოში ალექსის სანჩესის იდეალურ შემცვლელს ხედავს.

„ირვინს „იუნაიტედში“ გადასვლა სურს. მას მიაჩნია, რომ „მანჩესტერი“ ისეთივე დიადი კლუბია, როგორებიც „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან.“ - წერს TEAMtalk.

ლოსანოს გადაბირება ასევე „რეალს,“ „ბარსელონას,“ „ინტერს,“ „ატლეტიკოს,“ დორტმუნდის „ბორუსიას,“ „ჩელსის,“ „ლივერპულს,“ „ევერტონსა“ და „იუვენტუსს“ სურთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064234