ფეხბურთი

2:47 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" გამოწვევა: ადვილი ლუკმა თუ უსიამოვნო სიურპრიზი?

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირებებიდან ერთ-ერთს „ენფილდ როუდი“ უმასპინძლებს, სადაც „ლივერპული“ პორტუგალიურ „პორტუს“ უმასპინძლებს.

მეოთხედფინალური წყვილებიდან ალბათ ეს წყვილი ერთადერთია, რომელშიც ფავორიტის დასახელა შეიძლება და რა თქმა უნდა, ეს „ლივერპულია“. „წითლები“ დუბლს უმიზნებენ, პრემიერლიგაშიც იბრძვიან პირველი ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგაზეც ფავორიტებს შორის არიან.

„პორტუსთვის“ მეოთხედფინალიც დიდი მიღწევაა, მაგრამ რა თქმა უნდა, „დრაკონები“ ამით დაკმაყოფილებს არ აპირებენ და რატომაც არა ნახევარფინალი? ძნელი სათქმელია რამდენად გულწრფელი იყო და არა უბრალოდ დიპლომატიური სიტყვით გამოირჩა, მაგრამ ფაქტია იურგენ კლოპმა თქვა, „პორტუსთან“ თამაში არ მინდოდაო. საინტერესო ვერსიაა და გამოჩნდება გერმანელი რამდენად ამბობდა სიმართლეს.

დღევანდელ შეხვედრაში „წითლებს“ ტრავმის გამო გომესი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი დააკლდებათ, ხოლო რობერტსონი დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ლალანას თამაშიც. აი, დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე კი არცერთი ფეხბურთელი არ დგას.

პორტუგალიურ გრანდს ერერა და პეპე ჰყავს დისკვალიფიცირებული და ეს დიდი დანაკლისია, ხოლო ალექს ტელეშს მცირე ტრავმა აწუხებს და ჯერ მისი საკითხი გადაწყვეტილი არაა. ედერ მილიტაოს, დანილოსა და ოტავიოს კი ფრთხილად თამაში მართებთ, რომ ყვითელი ბარათი არ მიიღონ, რაც საპასუხო შეხვედრის გამოტოვების ფასად დაუჯდებათ.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „ორი დიდი თამაში გველოდება და ეს კარგია. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მიზნისთვის არ მიგვიღწევია, გვინდა, რომ სეზონის წიგნში საინტერესო ფურცლები ჩავწეროთ. „პორტუს“ დამარცხება რთული იქნება, მასთან შეხვედრა ბევრს უნდოდა, მაგრამ მე არა, რადგან სახიფათო მეტოქეა. რთული იქნება, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ“.

სერჟიუ კონსეისაუ („პორტუს“ მთავარი მწვრთნელი): „ლივერპული“ ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. ყოველ კვირაში ძალიან მაღალი დონის ტურნირზე თამაშობს. ჩვენთან ასე არაა სხვა პორტუგალიური გუნდების პატივისცემის მიუხედავად. რა თქმა უნდა, „ლივერპულთან“ თამაში არავის სურდა, მაგრამ ჩვენ ყველანი ამბიციურები ვართ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, მილნერი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; დანილო, ოტავიო, კორონა; ბრაჰიმი, მარეგა, სოარეში

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

„ლივერპულმა“ გასულ სეზონში „პორტუ“ მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა (5:0, 0:0).

„ლივერპული“ ზედიზედ მეორე სეზონია მეოთხედფინალში თამაშობს, ხოლო „პორტუ“ 2014-2015 წლების შემდეგ პირველად, ხოლო 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ მეორედ თამაშობს ამ ეტაპზე.

ურთიერთშეხვედრები

12 თვის წინ „დრაგაუზე“ სადიო მანემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გოლები ასევე გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ.

ინგლისში კი მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. „პორტუს“ „ლივერპულთან“ ექვსი თამაში არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება).

ეს გუნდები ერმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ და ექვსჯერვე 21-ე საუკუნეში. პირველად ეს 2000-2001 წლების სეზონში მოხდა, უეფას თასის მეოთხედფინალში. ჟერარ ულიეს გუნდმა პორტუგალიაში უგოლოდ ითამაშა, ხოლო შინ დენი მერფისა და მაიკლ ოუენის გოლებით 2:0 იმარჯვა.

დანარჩენი ოთხი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. 2007-2008 წლებსი სეზონში პორტუგალიაში დირკ კუიტმა და ლუჩო გონსალესმა გოლები გაცვალეს. „ენფილდზე“ კი მასპინძლებმა 4:1 მოიგეს. ინგლისელთაგან გოლები ფერნანდო ტორესმა (2), სტივენ ჯერარდმა და პეტერ კრაუჩმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან ლისანდრო ლოპესმა.

გასულ სეზონში მერვედფინალში პორტუგალიაში „ლივერპულმა“ 5:0 მოიგო, ხოლო „ენფილდ როუდზე“ გოლი არ გასულა.

სტატისტიკა

„ლივერპული“

„ლივერპულის“ ბალანსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასეთია: 14 მოგება, 4 წაგება

2017-2018, „სიტი“ (3:0, 2:1)

2008-2009, „ჩელსი“ (1:3, 4:4)

2007-2008, „არსენალი“ (1:1, 4:2)

2006-2007, პსვ ეინდჰოვენი (3:0, 1:0)

2004-2005, „იუვენტუსი“ (2:1, 0:0)

2001-2002, „ლევერკუზენი“ (1:0, 2:4)

1984-1985, „აუსტრია“ (1:1, 4:1)

1983-1984, „ბენფიკა“ (1:0, 4:1)

1982-1983, „ვიძევი“ (0:2, 3:2)

1981-1982, „ცსკა სოფია“ (1:0, 0:2)

1980-1981, „ცსკა სოფია“ (5:1, 1:0)

1977-1978, „ბენფიკა“ (2:1, 4:1)

1976-1977, „სენტ ეტიენი“ (0:1, 3:1)

1964-1965, „კიოლნი“ (0:0, 0:0, 2:2 ნეიტრალურ მოედანზე და „ლივერპული“ შემდეგ ეტაპზე წილისყრით გავიდა).

„ლივერპულმა“ მერვედფინალში „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. საერთოდ, „წითლებს“ ბოლო 9 ორმატჩიანი დუელი ევროთასებზე მოგებული აქვს. ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში „ბეშიქთაშთან“ დამარცხდნენ პენალტების სერიაში (1:0, 0:1).

პორტუგალიურ გუნდებთან „ლივერპულის“ ბალანსი პლეი-ოფში დადებითია: 6 მოგება, 2 წაგება.

„ენფილდ როუდზე“ ინგლისურ გუნდს პორტუგალიელებთან ერთადერთი თამაში აქვს წაგებული. ეს 2005-2006 წლების სეზონში მოხდა „ბენფიკასთან (0:2) და ორი მატჩის ჯამშიც დამარცხდა (0:3). მთლიანობაში შინ სტატისტიკა დადებითია (6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). ბოლო ორი თამაში კი „ენფილდზე“ ფრედ დასრულდა პორტუგალიურ გუნდებთან.

„ლივერპულს“ სახლში ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ხუთი საშინაო მატჩი მიყოლებით ჰქონდა მოგებული, ხოლო მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე პსჟ (3:2), „ცრვენა ზვეზდა“ (4:0), „ნაპოლი“ (1:0) დაამარცხა. დადებითი სერია მერვედფინალში „ბაიერნთან“ შეწყდა (0:0). ბოლო 20 თამაში კი ევროსარბიელზე სახლში არ წაუგია (14 მოგება, 6 ფრე). ბოლოს ასეთი რამ 2014 წლის 22 ოქტომბერს, „რეალთან“ მოხდა (0:3).

„პორტუ“

„პორტუს“ ბალანსი მეოთხედფინალში უარყოფითია: 2 მოგება, 5 წაგება

2014-2015, „ბაიერნი“ (3:1, 1:6)

2008-2009, „მანჩესტერი“(2:2, 0:1)

2003-2004, „ლიონი“ (2:0, 2:2)

1999-2000, „ბაიერნი“ (1:1, 1:2)

1996-1997, „მანჩესტერი“ (0:4, 0:0)

19990-1991, „ბაიერნი“ (1:1, 0:2)

1986-1987, „ბრონდბიუ“ (1:0, 1:1)

„პორტუს“ ნახევარფინალში 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და ჩემპიონიც გახადა. საინტერესოა, რომ მეოთხედფინალური ბარიერი „პორტუმ“ ორჯერ დაძლია და ორჯერვე ჩემპიონობა მოიპოვა.

„პორტუს“ ბალანსი პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთან უარყოფითია: 3 მოგება, 8 წაგება. ბოლო 5 დუელი ალბიონელებთან წააგო, ხოლო უკანასკნელად პლეი-ოფში ინგლისური მეტოქის ბარიერი 2003-2004 წლების სეზონში დაძლია („მანჩესტერი“ 2:1, 1:1).

„პორტუს“ ინგლისში ბოლო 6 თამაშში გოლი არ გაუტანია, არც მოუგია და 13 გოლი გაუშვა.

„პორტუს“ ბალანსი ინგლისურ გუნდებთან სტუმრად კატასტროფულია: 0 მოგება, 3 ფრე, 15 წაგება, 10 გატანილი გოლი და 48 გაშვებული გოლი.

„პორტუ“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 5 თამაში არ დამარცხებულიყო (2 მოგება, 3 ფრე), სანამ მერვედფინალში „რომასთან“ რომში წააგებდა (1:2). ეს ბარიერი „დრაკონებმა“ მას შემდეგ დაძლიეს, რაც შინ დამატებით დროში იტალიელები 3:1 დაამარცხეს. მანამდე იყო ჯგუფურ ეტაპზე „ლოკომოტივთან“ (3:1) და „გალათასარაისთან“ (3:2) გამარჯვებები და ფრე „შალკესთან“ (1:1).

„პორტუს“ ევროპაში ბოლო 10 საგარეო მატჩიდან სამი აქვს მოგებული (4 ფრე, 3 წაგება). „ლოკომოტივთან“ გამარჯვებამდე იყო მიჯრით სამი ფრე.

„პორტუმ“ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულაა დააგროვა (16).

გზაჯვარედინი

იკერ კასილიასი „რეალის“ კარს იცავდა, როდესაც 2008-2009 წლების სეზონში „ლივერპულმა“ მერვედფინალში ესპანრი გრანდი ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა. იგივე მოხდა 2014-2015 წლების სეზონშიც ჯგუფურ ეტაპზე, ოღონდ მაშინ „რეალმა“ ორივე თამაში მოიგო (3:0, 1:0).

მოჰამედ სალაჰი „რომაში“ თამაშობდა, რომელიც „პორტუმ“ 2016-2017 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა (1:1, 0:3).

მაქსი პერეირა „ბენფიკასთან“ ერთად „ლივერპულთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 2009-2010 წლების სეზონში დამარცხდა (2:1, 1:4).

ადრიენ ლოპესმა „ვილიარეალის“ მაისურით „ლივერპულს“ 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაუტანა და ესპანელებმა 1:0 მოიგეს, თუმცა, მეორე მატჩი ინგლისელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

ვირჯილ ვან დეიკმა პორტუგალიის ნაკრებთან 2018 წლის მარტში მოგებულ მატჩში (3:0) გოლი გაიტანა. იგივე მოახერხა მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების მაისურით.

ფაბინიოს „რიუ ავესთან“ 2012-2015 წლების სეზონში კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ამ გუნდის მაისურით არ უთამაშია. ჯერ „რეალში“ გაანთახოვრეს, შემდეგ „მონაკოში“.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ალბერტო მორენო და იკერ კასილიასი (ესპანეთი)

რობერტო ფირმინო, ალისონი, ფაბინიო და ალექს ტელეში, ედერ მილიტაო, ფელიპე (ბრაზილია)

ალბერტო მორენო და ოლივერ ტორესი (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები)

ერთად უთამაშიათ:

ფაბინიო და იკერ კასილიასი („რეალი“, 2012-2013)

ალისონი და ოტავიო („ინტერნასიონალი“ 2013-2014)

ბოლო პერიოდი

„ლივერპული“

„ლივერპული“ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 14 თამაშია დაუმარცხებელია (8 მოგება, 5 ფრე). ბოლოს, 7 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე „ვულვზთან“ (1:2) წააგო. ბოლო 5 თამაში მოიგო და მათ შორის, პარასკევს, „საუთჰემპტონთან“ (3:1).

მოჰამედ სალაჰმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ეს იყო მისი პირველი გოლი 9 თებერვლის შემდეგ. გარდა ამისა, ამავე თამაშში ჯორდან ჰენდერსონმა 2017 წლის 23 სექტემბრის მერე პირველად გამოიჩინა თავი.

„წითლებს“ მიჯრით ხუთი თამაში გოლი არ ჰქონდათ გაშვებული და ეს სერია 10 მარტს, „ბარნლისთან“ (4:2) შეწყდა. ბოლო ხუთ თამაშში კი კარი მშრალად არ შეუნახია.

სადიო მანემ „ლივერპულის“ მაისურით ბოლო 7 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით „ენფილდზე“ ერთადერთი თამაში აქვს წაგებული (17 მოგება, 3 ფრე), ხოლო უკანასკნელი სამი მოიგო.

ჯორდან ჰენდერსონმა ინგლისის ნაკრებში მონტენეგროსთან“ 50-ე თამაში ჩაატარა.

ჯო გომესი 5 დეკემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო დ შემადგენლობაში 26 მარტს დაბრუნდა.

დეიან ლოვრენი 7 იანვარს „ვულვზის“ წინააღმდეგ დაშავდა 24 მარტს მოედანს დაუბრუნდა. „საუთჰემპტონთან“ შეცვლაზეც ითამაშა.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს გასული წლის 24 აპრილს, „რომასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის გამო არ უთამაშია.

„პორტუ“

მუსა მარეგას ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 6 თამაშია მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

„პორტუს“ ბოლო 19 საგარეო მატჩიდან ყველა ტურნირის ჩათვლით ერთადერთი წაგება აქვს „რომასთან“(14 მოგება, 4 ფრე).

„პორტუმ“ 30 მარტს „ბრაგა“ 3:2 დაამარცხა, ხოლო იკერ კასილიასმა 150-ე თამაში ჩაატარა პორტუგალიურ გუნდში.

ამავე მატჩში ალექს ტელეშმა პენალტი გაიტანა, თუმცა დარტყმის მომენტში ტრავმა მიიღო.

„დრაკონებმა“ პარასკევს „ბოავიშტა“ 2:0 დაამარცხეს და პორტუგალიის ჩემპიონატში 2 მარტის შემდეგ („ბენფიკასთან“ 1:2) დაუმარცხებელია.

ფრანსისკო სოარეშს ბოლო რვა თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი. ოტავიომ კი 3 ნოემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა გასულ პარასკევს.

დანილომ გუნდსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა. მათ შორის, პორტუგალიის ნაკრების მაისურით 25 მარტს სერბეთს გაუტანა.

ალექს ტელეშს ბრაზილიის ნაკრებში 23 მარტს, პანამასთან დებიუტი ჰქონდა და თამაში „პორტუს“ საშინაო არენაზე, „დრაგაუზე“ შედგა.

ხესუს კორონამ (2022) და იკერ კასილიასმა (2020) კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

ედერ მილიტაო ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა.

სტატისტიკა
0.272451