ფეხბურთი

21:51 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოში" მაურო იკარდი მოითხოვა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის შეძენა უნდა. As-ის ინფორმაციით, ანტუან გრიზმანმა და დიეგო კოშტამ შესაძლოა ზაფხულში მადრიდული გუნდი დატოვონ და დიეგო სიმეონეს მთავარ ალტერნატივად სწორედ იკარდი ესახება.

ესპანური მედია იტყობინება, რომ „როხიბლანკოს“ წარმომადგენლებს იკარდის მეუღლესთან და აგენტთან, ვანდა ნარასთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ დასახელებულა.

აღსანიშნავია, რომ იკარდის „ინტერში“ დალაგებული ვითარება არ აქვს და დიდი ალბათობით, ზაფხულში „ნერაძურიდან“ წასვლას ეცდება.

„ატლეტიკო“ კი იკარდის ალტერნატიულ ვარიანტად ლუკა იოვიჩსა და ლორენცო ინსინიეს განიხილავენ.

0.105368