ფეხბურთი

18:52 | 8.04.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ბართომეუ: "პოგბას შეძენა გვინდოდა, მაგრამ საკმარისი ფული არ გვქონდა"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ პოლ პოგბას გადაბირება სურდათ, მაგრამ მისი ტრანსფერისთვის შესაბამისი თანხის გადახდა არ შეეძლოთ.

საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ფრანგი „იუვენტუსში“ თამაშობდა.

„2015 წელს პოგბა „იუვენტუსში“ თამაშობდა და ჩვენ დავუკავშირდით ტურინელებს, ვუთხარით, რო თუ ერთ დღეს მის გაყიდვას გადაწყვეტდნენ, ჩვენ დაინტერესებულნი ვიყავით.

როდესაც ის გაყიდეს, ჩვენ იმ თანხის გადახდა არ შეგვეძლო და „მანჩესტერში“ გადავიდა. ახლა პოგბა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია“, - განაცხადა ბართომეუმ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:29 | 26.08.2021
dinamo222 (8587)

კორეაში კარგია გოლებს რომ იტანს მაგრამ თუ ასეთ ფორმაშია მინუმუმ 3 გოლი უნდა გაიტანოს ნაკრების ამ 3 თამაშში !

14:06 | 26.08.2021
დიდგორელი (329)

წარმატებები ვაკო!

დაუმტკიცე ყველას და პირველ რიგში შენ თავს რომ მეტი შეგიძლია!
გისურვებ ბევრად უკეთეს ლიგაში გადასვლას მალე!

0.061524