სხვა

15:10 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი გუნდური შეჯიბრი

პოლონეთის ქალაქ ტორუნში იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრი იმართება.

T32-ში საქართველოს გოგონათა ნაკრები (ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი, თამარ ჩარკვიანი) უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 40:45 დამარცხდა. ბიჭების გუნდმა (ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი) ბელორუს თანატოლებს უფრო დიდი ბრძოლა გაუმართა და მინიმალური სხვაობით წააგო - 44:45.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130476