მადრიდის "რეალი" მზადაა "ჩელსის" ბელგიელ შემტევში ედენ აზარში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ჩელსი" აზარის გაყიდვას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით ბელგიელმა ლონდონურ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, როგორც ჩანს აზარს კლუბის დატოვება სურს. ედენს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.
მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 31 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.