საფრანგეთის ლიგა 1-ს უკანასკნელ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „სტრასბურს“ უმასპინძლა და ბევრისთვის გასაკვირად ვერ დაამარცხა.
არადა, ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგმა მალევე გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს და საბოლოოდ, ტომას ტუხელის გუნდმა თამაშის მიწურულს კერერის გოლით ქულა გადაარჩინა.
ჩუპო მოტინგმა კი, მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა, მაინც სხვა კუთხით მიიქცია ყურადღება. როგორ? ბურთი მეტოქის კარის ხაზიდან გამოიტანა! დიახ, 27-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა კრისტოფერ ნკუნკუმ დაარტყა, ბურთიც კარში გადიოდა, გოლი გარდაუვალი გახლდათ, მაგრამ კამერუნელმა თანაგუნდელმა „ივაჟკაცა“, ზედ კარის ხაზზე მოასწრო ბურთის გაჩერება და ეპიზოდის განმუხტა.
ბუნებრივია, ამ კომიკურმა ეპიზოდმა ყურადღება მიიქცია. რა გააკეთა ერიკ ჩუპო მოტინგმა ალბათ, თავადაც ვერ გაუგია... ცნობისთვის, პსჟ-ს ხსენებული თამაში რომ მოეგო, ჩემპიონი ოფიციალურად ხდებოდა, თუმცა ახლა მომავალ უიქ-ენდამდე მოუწევს მოცდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამდენს გადაახევინა ბილეთები:დ
არც ტაიმის 1 დასვა არც ჰანდიკაპი არც წააგო მოკლედ პარის-ყომარ ბაზები
კუთხურის ხაზში აერია ალბათ კარის ხაზი))
ასეთი რამ ნაღდად არასდროს არ მინახავს ფეხბურთში რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე,უბრალოდ მოცელა ჩუპომოტინგმა ყველანაირი საფეხბურთო ფანტაზია))
რა კარგია, როცა ცხრილში 20 ქულით ხარ წინ

დდდდდდდდდ
წლის კი არა, საუკუნის კურიოზია.. რა აღარ ხდება ფეხბურში - მოკლედ, რა ვიფიქრო, არ ვიცი ))