დღეს, 8 აპრილს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს სახელით ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ხოლო ნახევარფინალური ბლოკი 19:00 საათზე სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის, შედეგებისა და ბადეების ლინკი