ვეტერანი ინგლისელი მობურთალის პიტერ კრაუჩის ცოლი, მოდელი აბიგაილ (ები) კლენსი რომ პლასტიკური ქირურგების დიადი ხელობით იყო დაღდასმული და ამას თავად ებიც რომ აღიარებდა - საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ამაზე არცთუისე ძველსა ჟამს ჩვენც ვწერდით.
რთულია იმის გახსენებაც კი, თუ რისი ოპერაცია არ გაუკეთებია ახმახი პიტერის კოკობზიკა ცოლს, დაწყებული ხელ-კისრიდან და დამთავრებული მკერდ-დუნდულით. ზოგიერთი ავყია იმასაც კი იძახდა, ეს ქალი სააღლუმე დოლივითაა გადაჭიმული და წელზე კანი რომ გადაუსკდეს, მკერდი რუსი მორაგბეების ოცნებებივით დაეფუშებაო.
ამ რამდენიმე დღის წინ კი ისიც გახდა ცნობილი, რომ შესაძლებელია ები კლენსმა ერთ-ერთი ურთულესი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს და ფეხები დაიგრძელოს, რასაც ბევრი ადამიანი მთელი რიგი სირთულეების გამო ვერ რისკავს. ცოლისთანა მონდომება და სითამამე ბეყერა პიტერ კრაუჩს რომ ქონოდა, ვინ იცის - ეგებ მწვანე მინდორზე მეტი წარმატებისთვისაც კი მიეღწია...