საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა დუბაიში გამართული ტრადიციული შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში.
ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და I-III ადგილები გაინაწილა საერთაშორისო დიდოსტატებთან: ლე ქიანგ ლემთანa (ვიეტნამი, 2680) და იური კუზუბოვთან (უკრაინა, 2571), თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, პირველობა დაისაკუთრა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 91 მოჭადრაკე მონაწილეობდა.