შვედეთის ჩემპიონატის, ალსვენსკანის მეორ ეტურში „გიოტებორგმა“ „ელფსბორგს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლალდ ითამაშა გიორგი ხარაიშვილმა, რომელსაც გოლით გატანაც შეეძლო.
65-ე წუთზე ჩვენებური მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც მცველმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, ხოლო დამნაშავე გააძევეს. ბურთთან გიორგი მივიდა, მაგრამ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა.
„გიოტებორგისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იყო და 2 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.