სხვა

20:10 | 7.04.2019 | ნანახია 1977 - ჯერ

ევროპის 2 რეკორდი ბათუმში
დღეს ფიცარნაგე შამილიშვილსა და მიშველიძეს ვიხილეთ

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ევროპის ორი რეკორდი განახლდა. ამასთან, ევროპის რეკორდები დამყარდა B ჯგუფში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა ასპარეზობისას.

ბელგიელმა ნინა სტერქსმა ატაცში მის მიერვე შარშან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული 17-წლამდელთა ევროპის რეკორდი (81 კგ) გააუმჯობესა - 82 კგ.
ბელგიელმა ორჭიდის ჯამშიც მის მიერვე აშხაბადში დამყარებული ამავე ასაკობრივი კატეგორიის ევროპის რეკორდი (182 კგ) დაამხო - 183 კგ.

ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე ორი ძალოსანი გავა. 20:30 საათიდან კონტინენტის პირველობაზე 61 კგ. წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილი და შოთა მიშველიძე იასპარეზებენ.
ქართველი ძალოსნების გამოსვლის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეგიძლიათ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:31 | 07.08.2017
babuna18 (337)

ჭკვიანი კაცი,მაგარ დასვენებას მოიწყობს კარიერის ბოლოს

00:35 | 07.08.2017
ბაგი-რეი (2262)

კარგი სტატისტიკაა

0.065957
1977