თბილისში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის (ფიდე) პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი. საპატიო სტუმარი თბილისში პირველად გახლდათ და აღფრთოვანებული დარჩა დედაქალაქის ღირშესანიშნაობებით.
ფიდე-ს პრეზიდენტის შეხვედრა მოუწყვეს თბილისის ჭადრაკის სასახლეში. შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები და ახლაგაზრდა მოჭადრაკეები. საღამოს დასასრულს დვორკოვიჩმა მეგობრული შეხვედრა გამართა ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერთან, ნანა ძაგნიძესთან.