ფეხბურთი

22:06 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" ზედიზედ მეექვსე და "ლოკომოტივის" მეოთხე

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური თბილისში, საჩხერის „ჩიხურასა“ და „ლოკომოტივის“ მატჩით გაიხსნა.

გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებული მოცემულობით შეხვდნენ - „ლოკომოტივი“ ძალიან ცუდ ფორმაშია და ქულების დაგროვებას ვერ ახერხებს, ხოლო „ჩიხურა“ პირველი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია.

სერია გაგრძელდა. „ჩიხურამ“ მოიგო და ამ დროისთვის მესამე ადგილზე მოკალათდა. მატჩის ბედი ბიძინა მახარობლიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც თავი მეორე ტაიმის სტარტზე გამოიჩინა. თუმცა, გოლი არ გავიდოდა, რომ არა სტუმართა დაუდევრობა. უბილავას ცუდი პასის შემდეგ ბულისკერიამ კიდევ უფრო ცუდად ითამაშა, ბურთი ვერ გააჩერა და ცარიელი კარის წინ დარჩენილმა მახარობილძემ გატანა ადვილად მოახერხა.

„ჩიხურას“ უკვე 6 თამაშია არ წაუგია და 10 ქულა დააგროვა, ხოლო „ლოკომოტივმა“ მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა და გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის დანარჩენი მატჩები კვირას გაიმართება.

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მახარობლიძე(50)

0.113918