ფეხბურთი

22:55 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხარაბაძის საგოლე პასი ციურიხის დერბიში (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის 28-ე ტურში ლევან ხარაბაძის „ციურიხი“ „გრასჰოპერსს“ ესტუმრა და პრინციპულ მეტოქესთან დაგეგმილი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ისე კი, ლუდოვიკ მანინის გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და 30-ე წუთზე ასან სისეს გოლით დაწინაურდა კიდეც. გამბიელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ მას შემდეგ დარჩა, რაც მოედნის ცენტრიდან ერთი შეხებით ლევან ხარაბაძემ შესანიშნავი პასი გაუკეთა. ამრიგად, 19 წლის ჩვენებურმა მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ლევანს მალევე თავად შეეძლო გატანა. 34-ე წუთზე საჯარიმო მისადგომებიდან გაისროლა, ლამაზი გოლი გადიოდა, მაგრამ მეკარემ რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა გაათანაბრეს და თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1. ხარაბაძემ კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

„ციურიხს“ 34 ქულა აქვს 28 ტურის შემდეგ და მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო შეხვედრას კი 14 აპრილს, შინ ბერნის „იანგ ბოიზთან“ ჩაატარებს.

0.114672