ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შვილი ჟოაო მენდეში მამის კვალს გაჰყვა და ამიერიდან „კრუზიროში“ ითამაშებს.
როგორც ბრაზილიური ფეხბურთის ვებგვერდი იტყობინება, რონალდინიოს შვილთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ჟოაო მენდეში 14 წლისაა და თავდამსხმელის პოზიციაზე ირჯება.