კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატიის დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. „ბალუგრანას“ ხელმძღვანელმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა:
„მე უკვე ვიცი რა მოხდება დე ლიხტისთან მიმართებაში, თუმცა ჯერ კიდევ არ მოსულა დრო ყველაფრის სასაუბროდ“, - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს ESPN-ი.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 19 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერზე დიდი ხანია მუშაობს. დე ლიხტის შეძენა ესპანური გრანდის გარდა, ტურინის „იუვენტუსსაც“ სურს, ხოლო ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ ფასობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია