20 წლის ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) თურქულ ანტალიაში მიმდინარე გრან პრის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. კვარცხლბეკზე ასასვლელად ბაგრატი რუს აბდულა აბდულჟალილოვს გაეჯიბრა და დამატებით დროში მე-3 შიდო აჰკიდა.
მანამდე, ნინიაშვილმა გზიდან თურქი აბდულა ბერკინ ოზკანი (იპონით), ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანა (ვაზარით) და პორტუგალიელი ჟოაო კრისოსტომო (იპონით) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი, რუს მიხაილ პულიაევთან ვაზარით დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და “გოლდენ სქორში” მე-3 შიდოს გამო წააგო.
ხვალ, ანტალიის გრან პრიზე კიდევ ხუთ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ესენი ბექა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე – 73 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 81 კგ.) და მარიამ ჭანტურია (70 კგ.) არიან.