ფეხბურთი

20:45 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალკასერმა შესაძლოა "ბაიერნთან" ვერ ითამაშოს

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა პაკო ალკასერმა შესაძლოა "ბაიერნთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს. "ბურისიას" "რეკორდმაისტერებს" ბუნდესლიგის 28-ე ტურში დაუპირისპირდება, მატჩამდე კი ლუსიენ ფავრმა განაცხადა, რომ ესპანელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვს.

"ჯერჯერობით რთული რამის თქმა. პაკოს მცირე პრობლემები აქვს, თუმცა მატჩში მონაწილეობის შანსს ინარჩუნებს. ყველაფერი ხვალ გაირკევა." - განაცხადა "დორტმუნდის" დამრიგებელმა.

პაკო გერმანულმა კლუბმა "ბარსელონასგან" 2018 წელს ინათხოვრა და შემდეგ გამოისყიდა. ესპანელმა თავდამსხმელმა "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. პაკო მოედანზე საშუალოდ 45 წუთს ატარებს და გოლი საშუალოდ 60 წუთში ერთხელ გააქვს.

0.122481