ფეხბურთი

23:12 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შურლე "დორტმუნდში" დაბრუნდება

"ფულჰემის" გერმანელი შემტევი ანდრე შურლე "დორტმუნდში" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში სეზონის დასაწყისში ორწლიანი იჯარის წესით გადავიდა, თუმცა გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა და შურლე გერმანიაში ნაადრევად დაბრუნდება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის შემტევმა პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით გერმანულ გამოცემას არ დაუკონკრეტებია ფეხბურთელი "დორტმუნდში" მომდევნო სეზონში ითამაშებს თუ კვლავ გაანათხოვრებენ. "ბორუსიასთან" ანდრე კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

სტატისტიკა
0.336779