ფეხბურთი

20:20 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი იტალიის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

იტალიის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად იტალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი რობერტო მანჩინი დაასახელეს. 54 წლის სპეციალისტმა რიგით ენცო ბეარზოტის პრიზი მიიღო. აღნიშნული ტიტულით იტალიელი მწვრთნელები 2011 წლიდან ჯილდოვდებიან.

მანჩინის კონკურენციას ჯენარო გატუზო ("მილანი") და ჟან პიერო გასპერინი უწევდნენ.რობერტომ "სკუადრა აძურა" გასული წლის მაისში ჩაიბარა და მას შემდეგ იტალიამ 10 მატჩიდან 5 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

ენცო ბეარზოტმა იტალიის ნაკრებს 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. 2011 წლიდან ტიტული შემდეგ სპეციალისტებს გადაეცათ: ჩეზარე პრანდელი, ვალტერ მაცარი, ვინჩენცო მონტელა, კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი, კლაუდიო რანიერი, მაურიციო სარი, ეუსებიო დი ფრანჩესკო.

0.109124