მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მის გუნდს ბოლო შანსი აქვს ესპანეთის ჩემპიონატის მოსაგებად. ამისთვის, „როხილბლანკოს“ ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსელონას“ სტუმრად დამარცხება სჭირდება.
„ჩვენ არასდროს მოგვიგია აქ, ერთხელაც კი, ამიტომ სუპეროპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ჩემპიონატის მოსაგებად ბოლო შანსი „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ დამარცხებაა. ყველაფერი შაბათის თამაშზე იქნება დამოკიდებული.
სხვაობა რვა ქულაა, რაც კარგი არაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ კატალონელების უახლოესი მდევრები ვართ, ფეხბურთელების მძიმე შრომის შედეგია“, - განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას „ბარსელონა“ 70 ქულით ლიდერობს, ხოლო „ატლეტიკოს“ 62 ქულა აქვს მოპოვებული. ეს გუნდები ერთმანეთს 6 აპრილს, თბილისის დროიღ 22:45 საათზე, „კამპ ნოუზე“ შეხვდებიან.