მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ედენ აზარის შესახებ ჰკითხეს, რომელსაც „სამეფო კლუბს“ აქტიურად უკავშირებენ.
ზიდანის განცხადებით, ბელგიელი დიდი ფეხბურთელია, თუმცა ყველაფერზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლია.
„არ შემიძლია ყველაფრის თქმა, რასაც ვფიქრობ, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ საფრანგეთში თამაშის დროს ვაკვირდებოდი, აზარი დიდი ფეხბურთელია“, - განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ედენ აზარმა პრემიერლიგის 31 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.