რუმინეთის ხელბურთის სუპერლიგაში დასრულდა პირველი ეტაპი და იწყება ჩემპიონობისთვის ბრძოლა, რომელშიც ორივე ქართველი ხელბურთელის კლუბი მონაწილეობს - ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა და შოთა თევზაძის ფოჩანი. კონსტანცამ პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
მეორე ეტაპი ახლებურად იმართება. პლეიოფში გასული 8 გუნდი დაიყო ორ ჯგუფად: ერთში მოხვდნენ 1, 3, 5 და 7 ადგილზე გასული გუნდები, მეორეში - ლუწ ადგილებზე. კონსტანცა და ფოჩანი სხვადასხვა ჯგუფებში არიან. ეს ორი ოთხეული მაისის დასაწყისამდე ორ წრედ ითამაშებს და ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. რეგულარული სეზონის შედეგები გაუთვალისწინებელი რომ არ დარჩეს, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მეორე ეტაპს იწყებენ 6-6 ქულით, მე 3-4 – 4-4 ქულით, მე-5-6 2-2 ქულით და მე-7-8 ადგილებზე გასულები - უქულოდ. შესაბამისად, ჩიქოვანის გუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო ფოჩანის 0 ქულა აქვს, თუმცა, წინ კიდევ 10 თამაშია და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსებიც ყველას აქვს დარჩენილი.
ფოჩანიმ პლეიოფში გასვლა 23-ე ტურში გაინაღდა და ბოლო ორ თამაშში ფრედ, 28-28 ითამაშა ტიმიშოარასთან და დამარცხდა სუჩავასთან, 27-31. კონსტანცამ პირველი ადგილი დაიბევა CSM ბუკურეშტისთან ფრედ დასრულებული შეხვედრით (22-22) და შემდეგ მოუგო პოტაისა ტურდას, 36-24. ირაკლი ჩიქოვანმა ამ ორ მატჩში 5 გოლი გაიტანა და სულ სეზონში 85 ბურთი დაუგროვდა.
კიდევ 16 გოლი საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა გაიტანა ევროტურნირების მატჩებში - EHF თასზე, სადაც კონსტანცამ ორი წრე გაიარა, მაგრამ ვეღარ დაძლია ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურში გუნდი სტუმრად დამარცხდა პორტუსთან 27-30 და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ჩიქოვანი კი ამ შეხვედრაში 6 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო.
რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ამ უქმეებზე იწყება.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. პირველი ეტაპი. 26/26 ტურის შემდეგ. 1. კონსტანცა 64 ქულა - 2. დინამო ბუკურეშტი 57 - 3. CSM ბუკურეშტი 57 - 4. პოტაისა ტურდა 52 -5. კელერაში 51 - 6. სტიაუა 51– 7. ტიმიშოარა 50 - 8. ფოჩანი 38 --- 9. ბაია მარე 30 – 10. სუჩავა 23 – 11. ფეგერაში 23 - 12. ბუზაუ 19 - 12. ბაკეუ 15 – 14. კლუჟი 0
მეორე ეტაპი
A ჯგუფი: კონსტანცა 6 ქულა, CSM ბუკურეშტი 4, კელერაში 2, ტიმიშოარა 0
B ჯგუფი: დინამო 6 ქულა, პოტაისა ტურდა 4, სტიაუა 2, ფოჩანი 0
EHF თასი. ჯგუფური ეტაპი
C ჯგუფი: პორტუ (პორ) 12, ჰოლსტებრო (დან) 6, კონსტანცა (რუმ) 4, კუენკა (ესპ) 2
30 მარ: პორტუ-კონსტანცა 30-27, ჰოლსტებრო - კუენკა 34-22
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 10, სენ-რაფაელი (საფ) 8, ლოგრონიო (ესპ) 4, ბალატონფურედი (უნგ) 2
B ჯგუფი: ტატაბანია (უნგ) 9, ჰანოვერი (გერ) 7, ნექსე (ხორ) 6, რაბოტნიკი (მკდ) 2
D ჯგუფი: კილი (გერ) 12, GOG (დან) 6, გრანოლერსი (ესპ) 5, აზოტი-პულავი (პოლ) 1
კილი გავიდა ფინალურ ოთხეულში, რომელსაც საკუთრ მოედანზე ჩაატარებს.
მეოთხედფინალში გავიდნენ დანარჩენი 3 ჯგუფის გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი