კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მესიმ მარტში 4 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. არგენტინელი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეხუთედ დაასახელეს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 39 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.