ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში “მუტაჰედს” სტუმრად 66:56 სძლია და სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.
ვეტერანი ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:38 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ცქიტიშვილმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ნიკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო.
“ბეირუთისა” და “მუტაჰედის” დაპირისპირებაში გადამწყვეტი შეხვედრა 6 აპრილს შედგება და მასპინძელი ქართველი ლეგიონერის გუნდი იქნება.