კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ ბართმეუს განცხადებით, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა უახლეს ხანებში დაიწყება. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელმა ESPN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არგენტინელი სამუდამოდ „ბარსელონაში“ უნდა დარჩეს.
„გვინდა, რომ მესის ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. ის კვლავ ახალგაზრდაა, ორწლიანი კონტრაქტი ისევ აკავშირებს ჩვენთან. ლეოს წინ ბევრი სეზონი აქვს და მომდევნო თვეებში მაგიდასთან დავსხდებით, რადგან ის „კამპ ნოუზე“ წლების განმავლობაში უნდა დარჩეს.
ყოველ თამაშზე ამტკიცებს განსხვავებას და იმას, რომ საუკეთესოა. ლეო ერთი გუნდი ფეხბურთელია, „ბარსელონასთან“ მისი ურთიერთობა მარადიულია და მინდა ყოველთვის აქ იყოს,მოედანზე, კლუბთან დაკავშირებული“, - თქვა ბართომეუმ.
თუმცა, „ბარსას“ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ მესის კარიერა დაუსრულებად ვერ გასტანს და ამიტომ, მის შემცვლელებზე უკვე ფიქრობს:
„რა თქმა უნდა, ის სამუდამოდ ვერ ითამაშებს, ამაზე მომავალში ვიმუშავებთ. ალბათ, სამ, ოთხ, ხუთ წელიწადში დაასრულებს კარიერას და უნდა მოვემზადოთ. ამიტმაც ვყიდულობთ ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მთელი კარიერა კატალონურ გრანდში აქვს გატარებული. „ბარსელონასთან“ მისი მოქმედი კონტრაქტი კი ძალაში 2021 წლამდეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
4წელი კიდე იქნება ალბათ
ამ სეზონში 600 ოფიციალურ გოლს გადაცდება ბარსაში უკვე,594 გოლი აქვს ამ მომენტისთვის,მომდევნო სეზონში პელეს 643 გოლიან რეკორდს გადააბიჯებს მარტივად და სადღაც 650 გოლის ფარგლებში დააჯენს 2020 წლის ზაფხულზე.2021-ში 700-იც შეუძლია.2024 წლის ზაფხულისთვის კი ვინ იცის 800+ ოფიციალური ბარსელონური გოლიც დააჯინოს.3 წელში 100 გოლი 34-35-36 წლის მესისთვის არაფერია
2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს ბარსაში.2004-2024 წლები,20 სეზონი ბარსაში იქნება ეპოქა რომელიც არასდროს არ განმეორდება.არც ისე ბებერი იქნება მაგ დროს,37 წლის გახდება 2024-ის ივნისში.2023-24 სეზონის მსვლელობისას კი 36 წლის იქნება და 36 წლის მესი დარწმუნებული ვარ საკმაოდ ნორმალურ სეზონს ჩაატარებს.მერე თუ უნდა საერთოდ წავიდეს ფეხბურთიდან ან სამშობლოში გააგოროს 1-2 წელი ბურთი არც ეგ იქნება პრობლემა.მთავარია ბარსაში 20 სეზონი დაიდოს