იაპონიაში ტოკიო-2020-ის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დროშის მოგზაურობა დასრულდა. ოლიმპიური დროშა, რომელიც იაპონიაში რიოს ოლიმპიური თამაშების დამთავრების შემდეგ ჩაიტანეს, თავდაპირველად სტუმრობდა ტოკიოს რაიონის ქალაქებს, დასახლებებს, სოფლებს, დაბებს, შემდეგ კი ქვეყნის დანარჩენ ნაწილში იმოგზაურა.
„დროშების ტურის" ფარგლებში იაპონიის 47 პრეფექტურაში მისასალმებელ ცერემონიებში მონაწილეობა მიიღო 80 ათასზე მეტმა ადამიანმა. გარდა ამისა, ტოკიო-2020-ის ორგანიზებით საგანგებოდ მოწყობილ ღონისძიებებზე ოლიმპიური დროშის ხილვის საშუალება მიეცა 125 დაწყებითი და საშუალოს სკოლის მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძებებში 100-ზე მეტი ცნობილი სპორტსმენი მონაწილეობდა.
www.geonoc.org.ge