ფეხბურთი

12:17 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „სიტის“ ოთხივე ტურნირის მოგება შეუძლია“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მანჩესტერ სიტის“ შანსები შეაფასა მიმდინარე სეზონში.

„თუ გარედან შევხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „სიტის“ ყველა, ოთხივე ტურნირის მოგება შეუძლია (ინგლისის ჩემპიონობა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ქვეყნის ლიგის თასი უკვე მოგებული აქვს). დღეს ისინი მსოფლიოს საუკეთესო კლუბად გამოიყურებიან. „სიტი,“ „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები მგონია.“ - უთხრა კლოპმა Goal.com-ს.

პრემიერლიგის 32 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩება.

0.11639