გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციი სამი შეხვედრა გაიმართა.
„ფილადელფია“ შინ „მილოუკთან“ 122:128 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „მილოუკმა“ 46:36 მოიგო. ემბიდიმ კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა, 34 ქულა, 13 პასი და ამდენივე მოხსნა. „მილოუკში“ 45 ქულით და 13 მოხსნით იანის ადეტოკუმპო გამოირჩა.
„ლეიკერსი“ საკუთარ დარბაზში „გოლდენ სტეიტთან“ 90:108 წააგო. პირველი პერიოდი ოკლენდელებმა 39:12 მოიგეს, რის შემდეგაც „ლეიკერსი“ მთელი შეხვედრა მდევრის როლში იყო. „ოქროს შტატელებში“ დემარკუს კაზინსი 21 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა. „ლეიკერსში“ 17 ქულით უილიამსი გამოირჩა.
„ფილადელფია“ – „მილოუკი“ 122:128 (26:30, 32:26, 28:26, 36:46)
https://www.youtube.com/watch?v=i_XCWXt1bOA
„საკრამენტო“ – „კლივლენდი“ 117:104 (29:22, 28:29, 36:33, 24:20)
https://www.youtube.com/watch?v=OjvOrcs32sk
„ლეიკერსი“ – „გოლდენ სტეიტი“ 90:108 (12:39, 30:21, 24:34, 24:14)
https://www.youtube.com/watch?v=xdoaMSH2Z-o