ფეხბურთი

2:04 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

8 წამში დაფარული 70 მეტრი - სტივენ ბერგვინის შედევრი (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის 28-ე ტურში პსვ ეინდჰოვენმა „ცვოლე“ 4:0 გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა. ოთხიდან ორი გოლი ლუკ დე იონგის ანგარიშზეა, თუმცა სანამ გამოცდილი ფორვარდი დუბლს გაიფორმებდა, იქამდე სტივენ ბერგვინმა შედევრი შექმნა.

62-ე წუთზე 21 წლის ჰოლანდიელმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიხელთა და კარამდე მარტომ იარა, გზად კი მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. შედეგად, დიდებული გოლის ავტორი შეიქნა. ბერგვინს დაახლოებით 70 მეტრის ბურთიანად გასარბენად და თან მეტოქეების მოსატყუებლად სულ რაღაც 8 წამი დასჭირდა...

აქვე გეტყვით, რომ ერედივიზიონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე პსვ ეინდჰოვენი „აიაქსს“ 2 ქულით უსწრებს და პირველ ადგილზე იმყოფება.

0.132725