ფეხბურთი

13:16 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში „მანჩესტერი“ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი ცვლილებები მოხდება - გვამცნობს BBC. კლუბი ერთბაშად ექვსი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.

ყველაზე სავარაუდო ანდერ ერერას და ხუან მატას წასვლაა, რომლებსაც კონტრაქტები უმთავრდებათ. მოსალოდნელია ალექსის სანჩესის სხვაგან გადაბარგებაც. აქ პრობლემა ის არის, რომ ჩილელის ძალიან დიდმა ხელფასმა, შესაძლოა, პოტენციური მყიდველები დააფრთხოს.

ასევე საუბრობენ მეკრე დავიდ დე ხეას სავარაუდო ტრანსფერზე. მანკუნიანელთა მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს არ სურს ესპანელთან განშორება, მაგრამ დე ხეა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს და ჯერჯერობით კლუბის ხელმძღვანელობას ვერ მოელაპარაკა.

წამსვლელთა სიაში არის კიდევ ორი ფეხბურთელი, რომელთა ვინაობაც ჯერ არ სახელდება.

ასეთი „საზაფხულო წმენდა“ 2015 წლის შემდეგ პირველად მოხდება. მაშინაც ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი ექვს მოთამაშეს დაემშვიდობა.

0.117638