თამაშგარე

10:51 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა თავისი ახალი გულისსწორი გამოამზეურა

ტრავმებით დატანჯულმა ბრაზილიელმა ნეიმარმა როგორც ჩანს ფიზიკური ტკივილის დაძლევა ახალი სასიყვარულო თავგადასავლებით გადაწყვიტა და თავისი ახალი გულისსწორი, თურქი მოდელი ელიფ აკსუ გამოამზეურა, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა.

ელიფ აკსუსთან ჩახუტებულ-ჩაგვირისტებული ბრაზილიელი მობურთალის ხილვა არავის გაუკვირდებოდა რომ არა თურქი ასულის უწინდელი გულისწორის - ერთ-ერთი უმდიდრესი არაბი შეიხის რაობა, რომელმაც ელის აკსუსთან ურთიერთობის ჟამს არაერთი სისულელე ჩაიდინა და ამ ქალმა გონება ისე დაუბინდა, რომ მოდელთან განშორების შემდეგ ის ძალმოსილი მილიონერი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ბაჩავად იქცა.

ნეიმარს განარკომანება იმედია არ ემუქრება, თუმცა ამ ჯეელს უვე აქვს თავისი საყვარელი “ნარკოტიკი“, რაც ლამაზ-ლამაზ ასულთა გულის მოგებაში გამოიხატება. ამ კუთხით ნეიმარს მართლაც რომ ბადალი არა ჰყავს და იგი დიდებულად აგრძელებს მექალთანე ვარსკვლავთა ფესვგაუხმობ დიად ტრადიციებს.

0.112375