ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ მილანის „ინტერს“ მაურო იკარდი დაუბრუნდა. ეს გენუაში მოხდა, სადაც „ნერაძურიმ“ „ჯენოა“ 4:0 გაანადგურა.
ამაში წვლილი არგენტინელმაც შეიტანა, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. თუმცა, ყველაფერს იდეალურად და ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
როდესაც იკარდი პენალტი გაიტანა, „ინტერის“ ქომაგებმა არ აღნიშნეს. ულტრასების ლიდერმა დანარჩენებს ანიშნა, რომ მაურო იკარდის გატანილი გოლის დროს სიხარული არ გამოეხატათ...