ფეხბურთი

1:56 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ზიდანის მეორედ მოსვლის შემდეგ პირველად წააგო

ზიდანმა, „რეალში“ დაბრუნების შემდეგ, მესამე მატჩი ჩაატარა და ორ მოგებას პირველი მარცხი მოაყოლა. თუმცა, აქ უბრალოდ წაგებაში არ არის საქმე, „ვალენსიამ“ ტაქტიკურადაც და საშემსრულებლო ოსტატობითაც დაჩაგრა „სამეფო კლუბი.“

სტუმრები თითქოს ბურთის კონტროლს ცდილობდნენ, მასპინძელთა საჯარიმოსაც ხშირად უახლოვდებოდნენ, მაგრამ სიმწვავე აკლდათ. ამიტომ მოგვიანებით შორეული დარტყმებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

„ღამურებმა“ კი ერთობ ოსტატურად ააწყვეს თამაში კონტრშეტევბეზე და ორჯერ გამოიჭირეს სტუმრები. ორივე ბურთი მათ კუთხურიდან გაიტანეს.

ესპანეთი

პრიმერა. 30-ე ტური. 3 აპრილი

ვალენსია - რეალი 2:1

ვალენსია. „მესტალია.“ 44 274

1:0 გედეში (35), 2:0 გარაი (83), 2:1 ბენზემა (90+3)

ვალენსია: ნეტო, ვასი, გარაი, დიაკაბი, გაია, პარეხო, კონდოგბია, სოლერი (ფერან ტორესი 80), გედეში (ჩერიშევი 73), როდრიგო, გამეირო (მინა 85)

მწვრთნელი: მარსელინო

რეალი: ნავასი, ოდრიოსოლა, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი (ბეილი 64), ვასკესი (დიასი 78), ბენზემა, ასენსიო (ისკო 64)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: ვასი (5), პარეხო (65); ოდრიოსოლა (64), მარსელო (76)

ბილბაო - ლევანტე 3:2

1:0 ბერჩიჩე (5), 2:0 ფერნანდესი (27, საკ. კარში), 2:1 როხერი (51, პენ), 2:2 კაბაკო (90), 3:2 მუნიაინი (93, პენ)

უესკა - სელტა 3:3

0:1 მენდესი (14), 0:2 ასპასი (57), 1:2 კალიეხო (63), 2:2 ავილა (71), 3:2 პულიდო (73), 3:3 ბუდებუზი (81)

ეიბარი - რაიო ვალეკანო 2:1

0:1 პოსო (40), 1:1 შარლესი (64), 2:1 ლეონი (74)

0.116055