იტალიურ „მილანს“ საკადრო პრობლემები მოეძალა. „როსონერის“ სერია A-ს ბოლო ტურში „უდინეზესთან“ (1:1) შეხვედრაში ორი წამყვანი ფეხბურთელი, ჯანლუიჯი დონარუმა და ლუკას პაკეტა დაუშავდა.
იტალიური მედიის ცნობით, ორივე მათგანი უახლოეს მატჩს ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამოტოვობენ. დონარუმამ შეცვლა მე-12, ხოლო პაკეტამ 43-ე წუთზე მოითხოვა და თამაში ვეღარ განაგრძეს. მათი ტრავმის ზუსტი ხარისხი უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, „იუვესთან“ საეჭვოა ანდრეა კონტის თამაშიც, რომელმაც ტრავმის გამო „უდინეზესთან“ დაპირისპირებაც გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩი 6 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.