ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მექსიკურ მოტერეიში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.
კალაშნიკოვა და იაპონელი მისაკი დოი წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში ავსტრალიელებს – მონიკ ადამჩაკსა და ჯესიკა მურს გაეჯიბრნენ და 6:7 (4:7), 6:3, 7:10 წააგეს.
ამერიკულ ჯეკსონვილში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა სალომე დევიძემ. მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის გადამწყვეტ წრეში მე-15 რეიტინგის მქონე მასპინძელ მეგან მაქრეის დაუპირისპირდა და 4:6, 6:7 (2:7) დამარცხდა.
წყვილთა თანრიგში სალომემა და ამერიკელმა ჯადა რობინსონმა მე-3 განთესვის მქონე რუსულ-იაპონურ დუეტთან (კუხარჩუკი-ტაკაჰატა) 4:6, 3:6 წააგეს.