ჭიდაობა

14:05 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს გრეპლინგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს გრეპლინგის (იაპონური ჯიუ-ჯიცუს ევროპული მოდიფიკაცია) ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. კონტინენტის პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 5-6 აპრილს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, 8-14 აპრილს, ევროპირველობაზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს გრეპლინგის ნაკრების შემადგენლობა:
61 კგ. - ბიძინა გავაშელიშვილი
66 კგ. - გივი ბორაშვილი
71 კგ. - ხვიჩა ქორიძე, ზურაბ ფირცხელიანი
77 კგ. - შმაგი დადუნაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი
84 კგ. - ონისე ხურციძე
92 კგ. - რამაზი კვეტენაძე
100 კგ. - ისააკი უბილავა
დელეგაციის ხელმძღვანელი და მთავარი მწვრთნელი კობა ტყეშელაშვილი. შეგახსენებთ, რომ გრეპლინგი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) წევრია და შეჯიბრებებიც სწორედ მისი ეგიდით იმართება.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიგრეპლინგი
0.124745