თამაშგარე

12:26 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესს კრიშტიანუსი ეიმედება

კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი და ვაჟიშვილის დედა ჯორჯინა როდრიგესი დარწმუნებულია, რომ მისი სატრფო არ გატეხავს რამდენიმეწლიან ფეხბედნიერ ნავსს და წელსაც ევროპის უმთავრესი საკლუბო თასით - ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში წარუდგება მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას.

ჯორჯინა როდრიგესი ამბობს, რომ იგი პირველყოვლისა კრიშტიანუს შესაძლებლობებშია დარწუნებული და იმისიც ბოლომდე სჯერა, რომ ამჟამად უკვე აპენინებზე მოთამაშე პორტუგალიელი სუპერმეგოლე წელს განსაკუთრებული მოტივაციით ირჯება, რაც უცილობლად დასრულდება ლოგიკური გამარჯვებით.

აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ჯორჯინა როდრიგესი ბევრი სხვა ფეხბურთელის ცოლებისა თუ მეგობარი გოგონებისგან განსხვავებით ფეხბურთში ნამდვილად კარგად ერკვევა და მისი კომენტარებიდან ადვილად ირკვევა ისიც, რომ ფეხბურთის ქომაგობა მხოლოდ შეყვარებულის ხათრით ან სურვილით არ დაუწყია.

0.15715