ფეხბურთი

1:36 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საგიჟეთი ვილიარეალში

სამშაბათ საღამოს, ვილიარეალში მართლაც გიჟური მატჩი გაიმართა. „ვილიარეალმა“ „ბარსელონას“ უმსპინძლა, ჯერ აგებდა, მერე იგებდა, საბოლოოდ თამაში ფრდ - 4:4 დამთავრდა. მსაჯმა, ალეხანდრო ერნანდესმა, 10 ფეხბურთელი გააფრთხილა (ამათგან შვიდი „ბარსელონადან“) და ერთი გააძევა...

თავიდან კატალონიელთათვის თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-16 წუთისთვის ისინი უკვე 2:0 იგებდნენ, თანაც მესის გარეშე. ხიფათიც თითქოს არსაიდან ჩანდა. ჩუკვეზეს ერთი საპასუხო გოლიც აინუშშიაც არავის ჩაუგდია.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და თითქოს სასწაული მოხდაო: მასპინძლები გამძვინვარებულ მხეცებს დაემსგავსნენ და მედგრად შეუტიეს. მე-80 წუთისთვის ისინი უვე 4:2 იგებდნენ და სტუმრებიც თითქოს სიტუაციის შემომბრუნებლები არ ჩანდნენ. მაგრამ ყველაფერი მცირედ ტრავმირებული მესის მინდორზე გამოჩენამ შეცვალა. ლეომ „თავისი“ გოლი ისევ გაიტანა და ფსიქოლოგიური უპირატესობა „ბარსას“ მოუპოვა. შედეგად, სუარესმა კიდევ ერთხელ დააწყებინა მასპინძლებს თამაში ცენტრიდან და ცოტა დრო კიდევ რომ ყოფილიყო, შესაძლოა, კატალონიელები შინ სამი ქულითაც დაბრუნებულიყვნენ.

თუმცა, გულზე ხელი რომ დავიდოთ, ფრე ამ ფანტასტიკური თრილერის ყველაზე სამართლიანი შედეგი გხლდათ.

ესპანეთი

პრიმერა. 30-ე ტური. 2 აპრილი

ატლეტიკო - ჟირონა 2:0

მადრიდი. „მეტროპოლიტანო.“ 40 863

1:0 გოდინი (76), 2:0 გრიზმანი (90+4)

ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, ხიმენესი, ფელიპე ლუისი (ვიტოლო 65), გოდინი, ტომასი (კორეა 56), კოკე, როდრი, საული, გრიზმანი, მორატა (ხუანფრანი 85)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ჟირონა: ირაისოსი, ბერნარდო, ალკალია, მუნიესა, პორო, ალეშ გარსია, ბორხა გარსია, პონსი (ფერნანდესი 84) , დუგლას ლუისი, პორტუ (ლოსანო 69), დუმბია (რობერტსი 78)

მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

მსაჯი: იგლესიას ვილიანუევა

გაფრთხილება: არიასი (48)

ვილიარეალი - ბარსელონა 4:4

ვილიარეალი. „დე ლა სერამიკა.“ 19 515

0:1 კოუტინიო (12), 0:2 მალკომი (16), 1:2 ჩუკვეზე (23), 2:2 ეკამბი (50), 3:2 იბორა (62), 4:2 ბაკა (80), 4:3 მესი (90), 4:4 სუარესი (93)

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, გონსალესი, მორი, რუისი, იბორა, მორლანესი (კასერესი 63), კასორლა, პედრასა, ეკამბი (ბაკა 74), ჩუკვეზე (ბონერა 88)

მწვთნელი: ხავი კალიეხა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, უმტიტი, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 73), ვიდალი, არტური (ალენია 73), კოუტინიო (მესი 61), მალკომი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: გონსალესი (36), მორი (45), კასერესი (90+1); ბუსკეტსი (39), ლანგლე (42), ვიდალი (77), ალენია (83), მესი (84), რობერტო (85), სუარესი (90+1)

გაძევება: გონსალესი (86)

ესპანიოლი - ხეტაფე 1:1

1:0 იგლესიასი (56), 1:1 ანხელი (72)

0.125033