საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ოლიმპიური თამაშებიდან მიღებული შემოსავლიდან დაფინანსება გაეზრდებათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს.
IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის განმარტებით, მომავალში ოლიმპიური თამაშების ჩატარებიდან მიღებული მოგების 90% მსოფლიოში სპორტის განვითარებას მოხმარდება.
ასევე ცნობილია, რომ 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წყალობით გამომუშავებული სახსრების ნაწილის ხელახალი ინვესტირება მოხდება კორეულ სპორტში. ყოველივე საშუალება მისცემს თამაშების მასპინძელ ქვეყანას ფინანსური სარგებელი მიიღოს ოლიმპიურ ასპარეზობათა დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში.
www.geonoc.org.ge