კალათბურთი

22:45 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჯანიძე: გუნდურად მოვიგეთ

ბათუმთან 92:65 მოგებულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე, რომელმაც კარგად იმუშავა დაცვაში. საბა პერსონალურად იჭერდა ბათუმის რამდენიმე ლიდერს და მან კარგად გააკეთა საქმე.

სტატისტიკა - 12 ქულა, 8/4 თამაშიდან, კარგი დაცვა.

საბა ლობჯანიძე: ჩვენთვის ეს თამაში აუცილებლად მოსაგები იყო. ბათუმმა პირველ ორ მეოთხედში შეგვიქმნა პრობლემები, იბრძოლა, მაგრამ უფრო ღრმა შემადგენლობით და გუნდურად მოვიგეთ. ბათუმისთვის სუპერლიგაში თამაშები ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია და მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. დელტა უკვე 6 აპრილისთვის, თსუ-ს წინააღმდეგ გასამართი თამაშისთვის ემზადება.

0.120638