საერთაშორისო დიდოსტატ თორნიკე სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა გრან პრის პირველი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულით პირველობა ბრაზილიელ დიდოსტატ ალექსანდრ ფიერთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე. ასევე დამატებითი მაჩვენებლებით და 6,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე თამაზ მგელაძე გავიდა, ხოლო მეოთხეზე - გიორგი ხომერიკი.