კალათბურთი

19:19 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში დრამონდი და ლილარდი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „პორტლენდის“ ლიდერი დამიან ლილარდი, ხოლო აღმოსავლეთში „დეტროიტის“ ცენტრი ანდრე დრამონდი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას „დეტროიტმა“ სამიდან ორი შეხვედრა მოიგო, დრამონდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.7 ქულას, 18 მოხსნას და 3.7 ბლოკ-შოტს აგროვებდა. ლილარდი კი საშუალოდ ერთ მატჩში 25.3 ქულას, 5.8 მოხსნას და 7.3 პასს აკეთებდა.

0.103476