ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და სოფო შაფათავა პორტუგალიაში იმყოფებიან და მიმდინარე კვირაში ობიდოსის 25-ათასიან ტურნირში ითამაშებენ.
საინტერესოა, რომ ბოლქვაძეს მე-7 განთესვა გააჩნია, შაფათავა კი ძირითად ბადეში “უაილდ ქარდით” გახლავთ დაშვებული. საწყის რაუნდში ჩვენებურთა მეტოქეები საკვალიფიკაციო შეჯიბრის გამარჯვებულები იქნებიან.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი მე-4 რეიტინგის მქონე რუსულ-ჩეხურ დუეტს (ანშბა-დეტიუცი) ეთამაშებიან, ხოლო შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს მე-3 განთესვა აქვთ და ძალებს ესპანურ-რუსულ ტანდემთან (პარიზას-დიაზი/პრიბილოვა) მოსინჯავენ.
ამერიკულ ჯეკსონში ასევე 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს სალომე დევიძე. ის კვალიფიკაციაში მე-3 ნომრადაა განთესილი და გადამწყვეტ რაუნდში მე-15 რეიტინგის მქონე მასპინძელ მეგან მაკრეისთან ითამაშებს.
წყვილებში სალომე და ამერიკელი ჯადა რობინსონი მე-3 ნომრად განთესილ რუს კუხარჩუკსა და იაპონელ ტაკაჰატას გაეჯიბრებიან.
ტუნისურ ტაბარკაში 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში “უაილდ ქარდითაა” დაშვებული ანა მაქაცარია. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ჩეხი გაბრიელა ჰორაჩკოვა იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლელა გილოცავ მთელი გულით მომავალში გვენახოს შენი წარმატებები! ასევე ვულოცავ ნინოს და ბელას საპრიზოებს.მხოლოდ გაუგებარია ჩემთვის როგორ შეიძლება 4 სვლაში ყაიმი გაკეთდეს.ბელასაც ვულოცავ ნამდვილად ღირსეული მოჭადრაკეა და ბოლომდე ბრძოლობს.გილოცავთ!!
წარმატებები!
გილოცავ ლელა წარმატებები