ფეხბურთი

11:51 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა პსჟ-ს კოუტინიოს შეძენა სთხოვა

„ბასელონას“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს - გვამცნობს Sport.es. წყაროს ცნობით, მისით „პარი სენ-ჟერმენი,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოფილან დაინტერესებულნი.

პორტალი ამტკიცებს, რომ ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელობას მისი თანამენაკრებეს შეძენა სთხოვა. პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩელსი“ კოუტინიოს აზარის შემცვლელად მოიაზრებს. „მანჩესტერიც“ გამოთქვამს ბრაზილიელის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილს, თუმცა პრიორიტეტულ მიზნად არ მიიჩნევს.

კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წლის ზამთარში გადავიდა „ლივერპულიდან,“ დიდი დავიდარაბის შემდეგ. კატალონიურმა კლუბმა მასში სარეკორდო 135 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111608