ფრანგულმა France Footbal-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების ხუთეული დაასახელა. რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესია, რომლის წლიური შემოსავალი 130 მილიონი ევრო ყოფილა (გადასახადების გაუთვალისწინებლდ). მეორეზე „იუვენტუსის“ შემტევი, კრიშტიანუ რონალდუა - 113 მილიონით. ეს 10 მილიონით მეტია, ვიდრე პორტუგალიელს „რეალში“ თამაშისას ჰქონდა.
მესამე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარია. ბრაზილიელის შემოსავალი 91,5 მილიონს შეადგენს. „ატლეტიკოს“ ანტუან გრიზმანი წელიწადში თურმე 44 მილიონით მდიდრდება, ხუთეულის ბოლოში კი „რეალის“ უელსელი გარეთ ბეილია - 40,2 მილიონით.
ამ თანხებში იგულისხმება ხელფასი, სპონსორული კონტრაქტები, ბონუსები და სხვა წყაროები.