ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში “მუტაჰედთან” 72:74 წააგო და სერიაში 0:1 ჩამორჩა.
ცქიტიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:06 წუთში მასპინძლებს 14 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში) და 1 დაფარება შესძინა.
ქართველმა ვეტერანმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ნიკას მოედანზე ყოფნის პერიოდში ბეირუთელებმა მეტოქეზე 17 ქულით მეტი ჩააგდეს, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა. ორივე აღნიშნული მაჩვენებელი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო.
“ბეირუთი” მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრას უკვე სტუმრად, 4 აპრილს ჩაატარებს.