კალათბურთი

21:34 | 1.04.2019 | ნანახია 1475 - ჯერ

“დელტა” თასის ნახევარფინალში გავიდა

გაირკვა საქართველოს თასის გათამაშების კიდევ ერთი ნახევარფინალისტი. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა “დელტამ” “ბათუმს” 92:65 სძლია და მეოთხედფინალური სერია 2:1 მოიგო. “დელტას” მეტოქე ნახევარფინალში იქნება “თსუ-ჰიუნდაისა” და “მგზავრებს” შორის გამარჯვებული. ამ გუნდების სერიაში 1:0 იგებენ თსუ-ჰიუნდაელები და 2 აპრილს სერიის მეორე შეხვედრაა დანიშნული.

რაც შეეხება “დელტასა” და “ბათუმის” მატჩს, საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ თბილისურმა გუნდმა იოლად იმარჯვა. ასეც იყო: მეტნაკლებად თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც “დელტამ” 22:18 მოიგო, შემდეგ კი ინიციატივას სრულად დაეპატრონა და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, პრობლემა არ შექმნია. მეორე მეოთხედი ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი სასარგებლოდ – 25:16 დასრულდა და დიდი შესვენებისთვის “დელტას” ლიდერობამ 13 ქულა შეადგინა. თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ნახევარიც და საბოლოოდ “დელტას” 27-ქულიანი გამარჯვებაც დაფიქსირდა.

თბილისურ გუნდში 15 ქულით ბომბარდირი გახდა მალკოლმ დრამრაითი, მთლიანობაში კი დელტად 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. “ბათუმში” 13 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლევან ელიაძე. თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის 2 შეხვედრა ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. “მგზავრები” – “თსუ-ჰიუნდაი” 16:00, “ტიტები” – “ოლიმპი” 18:00

დელტა – ბათუმი
სტატისტიკა: 92:65

www.gbf.ge


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:40 | 13.10.2014
man united20 (1478)

ვნახოთ რას მოუმატებს ლივერპულში, წითლებს თუ თამაშს.

00:53 | 13.10.2014
paul pogba (230)

რაც ეკუთვნოდა ის დავწერე რატო დამიბლოკეთ )))

00:53 | 13.10.2014
paul pogba (230)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:06 | 12.10.2014
ika_juve (1742)

აუ ყველაფერს ბლოკავენ რააააააააა @@@@@ დიდი არაფერი არაა ეს და აგერ დაამტკიცებს ლივრაშიც

23:05 | 12.10.2014
ika_juve (1742)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:56 | 12.10.2014
BEERTRANCE (97819)

აი ბალო ბალო DDDDDDDDDDDDDDDDDD

16:06 | 12.10.2014
chamilo (33560)

ინტერი,სიტი,მილანი,ლივერი ამის შემდეგი გაჩერება რომელი იტალიური კლუბი იქნება რომა თუ იუვე?იქიდან კი მერე არსენალში ან ტოტეში გადავა და ასე გააგრძელებს მოგზაურობას

15:17 | 12.10.2014
kobe bryant24 (4850)

ეს მაგარი პიტოა

18:32 | 12.10.2014
NGoLo KaNte (36472)

ძაან

15:05 | 12.10.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

aba ra mario sheni kvali unda datovo liverpoolshi

18:06 | 12.10.2014
M.U2016 (1925)

კვალ დატოვებს და მერე გააგდებენ

15:04 | 12.10.2014
Torres9 (12692)

მიდი მიაწექი მარიო

14:29 | 12.10.2014
GOODFORLEJJ (12932)

DDDDDDDDDDD მარიოოოოოოო, მაგარი კაცია. კიდევ კარგი დროზე წავიდა მილანიდან D

14:22 | 12.10.2014
n.a. (793)

მოედანზე დასეირნობს და რა უნდა გააკეთოს

14:21 | 12.10.2014
NGoLo KaNte (36472)

ჩოილარი

0.066446
1475